სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ფინანსისტი ლიკვიდირებულია

აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერი – მაჰმუდ ალ–ისავია ლიკვიდირებული, რომელიც პროპაგანდაზე, დაზვერვაზე და დაჯგუფების ფინანსებზე იყო პასუხისმგებელი.  პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ალ–ისავი ქალაქ რაქაში ავიადარტყმის შედეგად მოკლეს.
რაქას, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქია, ამჟამად სირიის ოპოზიციის ძალები და ქურთი მოხალისეები უტევენ, თუმცა ქალაქთან მიახლოება მათ ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები