ერაყის ჯარმა მოსულის სტრატეგიული რაიონი დაიკავა

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის სტრატეგიული რაიონი დაიკავეს.
მუტანას რაიონის აღების შემდეგ ერაყის სამთავრობო ძალებმა დაიკავეს სიმაღლეები, საიდანაც ქალაქი კარგად ჩანს. ამჟამად ერაყის ჯარი მოსულის დაახლოებით მესამედს აკონტროლებს, ხოლო ქალაქის დანარჩენ ნაწილს – „ისლამური სახელმწიფოს „ბოევიკები“.
სტრატეგიული სიმაღლეები ერაყის ძალებმა ღამით განხორციელებული შეტევის შედეგად აიღეს. ამისთვის მათ ღამის ხედვის ხელსაწყოები გამოიყენეს.
მოსულზე შეტევა 2016 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. ქალაქში ჯერ კიდევ იმყოფებიან „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, რომლებიც სამთავრობო ძალებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები