სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსის გამარჯვებულთა გამოფენა გაიხსნება

9 იანვარს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სომეხთა კავშირის ორგანიზებით, სერგო ფარაჯანოვის სახელობის კონკურსის გამარჯვებულთა გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს იქნება სერგო ფარაჯანოვის 93 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს კულტურის სამინისტრო, სერგო ფარაჯანოვის სახელობის მუზეუმი, ცნობილ ფოტოგრაფ – იური მეჩითოვთან თანამშრომლობით. ღონისძიების მიმდინარეობისას  კონკურსის მონაწილეთა გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები