შამბა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში აფხაზების გარდა სხვა ეთნოსების შეყვანის ინიციატივით გამოდის
პარტია „ედინაია აბხაზიამ“ დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში აფხაზების გარდა სხვა ეთნიკური ჯგუფების შეყვანის ინიციატივით მიმართა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.
სააგენტოსთან ინტერვიუში „ედინაია აბხაზიას“ ლიდერმა, ე.წ. პარლამენტის წევრმა სერგეი შამბამ მონოეთნიკური პარლამენტის პრაქტიკას უსამართლო უწოდა. „აფხაზეთში ცხოვრობენ ისეთი ეთნოსები, როგორებიცაა აფხაზები, სომხები, რუსები. საზოგადოებაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ბალანსის შენარჩუნება, რის გარეშე შესაძლებელია ცუდი შედეგის მიღება“ – განაცხადა შამბამ.
შამბას არაფერი უთქვამს ქართველებზე, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.