როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი მოხვდა

როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალში ორი ქართული ფილმი მიიღებს მონაწილეობას. როგორც „კვირას“ კინოცენტრში განუცხადეს,  ეს ფილმებია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი იოსებ (სოსო) ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სამი საფეხური” და დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა”.
სექციისთვის Voices Short Film შერჩეულია იოსებ (სოსო) ბლიაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სამი საფეხური”.
“სამი საფეხური” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც 13 წლის მარიამის შესახებ მოგვითხრობს. მარიამი სიღარიბესთან ერთად უმკლავდება გარდატეხის ასაკს და მუდმივ შიშს, რომ მამამისი მას ფულის გამო უღალატებს.
დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის – “ლეთას” მსოფლიო პრემიერა 2016 წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში ფრანგულ რივიერაზე წარმატებით გაიმართა. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
როტერდამის კინოფესტივალი 25 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
ფესტივალი 1972 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად ითვლება.
როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 25 იანვარს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები