აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ოდესის საბაჟოს რეფორმირების პროექტის დაფინანსება შეწყვიტა

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, უკრაინის ოდესის ოლქში, საბაჟოს რეფორმირების პროექტის დაფინანსება შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაფინანსება იმის გამო შეწყდა, რომ უკრაინის საბაჟოზე კორუფციასთან ბრძოლის პროგრამა ჩიხში შევიდა.
სააგენტო ასევე წერს, რომ 2016 წლის 7 ნოემბრამდე ოდესის გუბერნატორის თანამდებობას მიხეილ სააკაშვილი იკავებდა, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებაში არსებული კორუფცია დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები