ეკა ბესელია: 2017 წლის მთავარი გეგმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებაა

„2017 წლის მთავარი გეგმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებაა“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო რეფორმით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის განმტკიცებისთვის.
”ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა საპარლამენტო კონტროლის ფუნქცია უნდა გააძლიეროს. მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის პროცესში პარლამენტმა უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და ასევე მათი უფლებების დაცვის გარანტიები,” – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები