ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ახალი წლის დღეებში, საქართველოსთან, ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალი წლის დღეებში, საქართველოსთან, ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საზღვარი“ 31 დეკემბრის დილის 7 საათიდან 1 იანვრის დილის 7 საათამდე იქნება ჩაკეტილი.
ასევე ე.წ. შს სამინისტრომ „სპუტნიკს“ აცნობა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს ახალი წლის დღეებში პოლიციიის 600 თანამშრომელი გააკონტროლებს.