ე.წ. სამხრეთ ოსეთი 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია მარიონეტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
„უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, 31 დეკემბრის 07:00 საათიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ”საზღვრის” გამარტივებულ მონაკვეთზე მოქალაქეთა გატარება შეწყდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოძრაობა 1-ლი იანვრის დილიდანვე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები