“მედიაპლურალიზმი “ქართული ოცნების”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და ამას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით”

“ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მედიაპლურალიზმი და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება 2012 წლის შემდეგ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე, “რუსთავი 2”-ის საქმეში ჩარევას სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევად თვლის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს.
“ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყველაფერს და ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მედიაპლურალიზმი. ამ კუთხით, ფუნდამენტური ცვლილებაა 2012 წლის შემდეგ. მედიაპლურალიზმი არის სწორედ “ქართული ოცნების”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები