პარლამენტში ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მაგიდაზე ხელების ბრახუნით შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

ინციდენტის დროს ზურაბ ჭაბერაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაზე და ალეპოსთან მიმართებით, ცალკე რეზოლუციის მიღების აუცილებლობაზე საუბრობდა.

დეპუტატებმა ჭიაბერაშვილის სიტყვით გამოსვლა, მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს.

ადა მარშანია თვლის, რომ პარლამენტის მიერ სირიის საკითხთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეთავაზებული პროექტი, პარლამენტმა არ უნდა განიხილოს, რადგან ”ზესახელმწიფოებსაც” ვერ გაურკვევიათ, თუ რა ხდება ალეპოში რეალურად. მარშანია დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ზოგიერთ ძალას ქვეყნის სისხლიან პოლიტიკაში ჩათრევა სურს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით კი საქართველო, საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება მაშინ, როდესაც რუსეთის ქმედებებმა გააჩინა შესაძლებლობათა ფანჯარა, რომ ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთიანობის აღდგენის საკითხი უფრო აქტუალურად დამდგარიყო საერთაშორისო დღის წესრიგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები