2000 რუბლის გადახდის შემდეგ, მეჯვრისხევის მკვიდრი გათავისუფლებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მიხეილ ბიბილაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს.
ბიბილაშვილმა გათავისუფლების შემდეგ აღნიშნა, რომ ის რუსმა სამხედროებმა საკუთარი ბაღიდან წაიყვანეს.
„არანაირი მავთულხლართი არ იყო იქ , საიდანაც მე წამიყვანეს. ვიყავი ჩემს ბაღში და იქიდან მოვდიოდი, რომ დავინახე გადავხტი არხის მხარეს, დამიჭირეს რუსმა სამხედროებმა და წამიყვანეს ღრომში შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
მიხეილ ბიბილაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ის ცხინვალის იზოლატორიდან 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს ბიბილაშვილი ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები