ირაკლი კობახიძე მომდევნო 4 წლის მანძილზე მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობას ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. როგორც ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მინისტრთა კაბინეტის იმ გუნდთან, რომლის მეთაურიც გიორგი კვირიკაშვილია.
ამასთანავე, ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
„მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერი პოსტზე 4 წელი იქნება. რაც შეეხება, მთავრობის შემადგენლობას, იქ შეიძლება გარკვეული ცვლილებები მოხდეს. ჩვენ ასეთი გამოცდილება გვაქვს, როცა საქმე ეხება ოთხწლიან პერიოდს. თუმცა, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო ბირთვს, ბუნებრივია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, 4 წლის განმავლობაში, ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და იმ სამთავრობო გუნდთან, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ამ გუნდს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა ჩვენი ქვეყნის განვითარების. მათ შორის, აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი იქნება ძალიან წარმატებული 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები