მამა, ლესბოსელი შვილის გამოსწორების სანაცვლოდ, 40 მილიონ დოლარს იხდის

  ჰონგკონგელი მილიონერი 40 მილიონ დოლარს გადაუხდის ნებისმიერ მამაკაცს, ვინც მის ლესბოსელ ქალიშვილს ლესბოსელობას გადააჩვევს, თუმცა სესილ ჩაომ ეს თანხა უკვე 80 მილიონ ევრომდე გაზარდა. 77 წლის უძრავი ქონების მაგნატის 34 წლის შვილი ჯიჯი კვლავ მარტოა, მიუხედავად იმისა, რომ ის 2 წლის წინ, ხანგრძლივი ურთერთობის შემდეგ, ცოლად გაჰყვა სენ ეავს. სესილ ჩაომ მალაიზიურ გაზეთს განუცხადა, რომ მას არ სურს შვილის ცხოვრებაში ჩარევა, მაგრამ უნდა, რომ მის შვილს კარგი ოჯახი და შვილები ჰყავდეს. ლესბოსელობის მიუხედავად, მას მთელი მსოფლიოდან გამოუჩნდნენ ხელის მთხოვნელები, განსაკუთრებით დომინირებდნენ ამერიკელი ომის ვეტერანები, თუმცა ყველა მამაკაცი მზად არ აღმოჩნდა, რომ 65 მილიონ დოლარად ის გამოესწორებინათ. ზოგმა მას ფიქტიური ქორწინება შესთავაზა. ერთ-ერთმა ხელის მთხოვნელმა კი გოგონას მამას მისწერა:
“მე დაინტერესებული ვარ თქვენი გოგონას ცოლად მოყვანით. ის ლესბოსელია, მაგრამ მე ვარ მამაკაცი – გეი”. როგორც 34 წლის ჯიჯი ჩაომ განაცხადა, ის მადლობით პასუხობს წერილებს, თუმცა ზოგიერთ მათგანს არც ხსნის და არც კითხულობს.
გოგონამ განაცხადა, რომ მამამისს ამჟამად საკუთარი თვითმფრინავი და “როლს-როისი” ჰყავს, თუმცა მას შანხაიში გაჭირვებული ბავშვობა ჰქონდა. ის ძალიან გაბრაზდა, როცა გაიგო შვილის მიერ მეგობარ გოგონაზე პარიზში ქორწინების თაობაზე. ამიტომაც გამოაქვეყნა სესილ ჩაომ ჯილდოდ ამხელა თანხა, რომ ქალიშვილის გული მოეგო და გადაეჩვია ლესბოსელობას. ჯიჯი ჩაომ განაცხადა, რომ მასზე, მართლაც, იმოქმედა მამის ამბავმა და სულაც არ გაბრაზებულა. „მამას ძალიან ვუყვარვარ და ამას იმისთვის აკეთებს, რომ ჩემთვის საუკეთესო უნდა“.
77 წლის მაგნატი, რომელიც იშვიათად ჩნდება საზოგაოებაში, თავად არასდროს ყოფილა დაოჯახებული, თუმცა ამაყობს, რომ მას ურთიერთობა 10 000 ქალთან ჰქონია, მათ შორის – მოდელებთანაც და მსახიობებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები