რუსული „ტუ-154“-ის ნაწილების უმეტესობა მაშველებმა ზღვიდან ამოიღეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „ტუ-154“, რომელმაც შავ ზღვაში, სოჭის მახლობლად 25 დეკემბერს კატასტროფა განიცადა, მაშველებმა ზღვიდან ამოიღეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. შესაბამისად შავ ზღვაში სამაშველო ოპერაციის უდიდესი ნაწილი დასრულებულია.
ასევე მაშველებმა დაღუპულთა 20 ცხედარი და 200-ზე მეტი სხეულის ფრაგმენტი იპოვეს. „ინტერფაქსის“ ცნობით, დაღუპულთა ამოსაცნობად გენეტიკური ექსპერტიზა ჩატარდება.
„ტუ-154″ სოჭის მახლობლად შავ ზღვაში 25 დეკემბერს ჩავარდა. მის ბორტზე მყოფი 92-ვე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები