„2016 იყო ისტორიული წელი UNESCO -ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარებისა და დაცვის კუთხით“

“2016 იყო ისტორიული წელი UNESCO -ს მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღიარებისა და დაცვის კუთხით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტი „Сheck in Georgia” – ს შედეგად, საქართველო მოინიშნა მსოფლიო კულტურულ ღონისძიებათა კალენდარზე.
„ივლისში მცხეთის ისტორიული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა UNESCO-ს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და ძირითად ნუსხაში დააბრუნა. 30 ნოემბერს, UNESCO-მ ქართულ ანბანს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. დეკემბერში – UNESCO-მ მცხეთის ისტორიულ ძეგლებს, ჰააგის კონვენციის თანახმად, გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს განხორციელდა მასშტაბური კულტურული პროექტი „Сheck in Georgia”, რომლის შედეგადაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მოინიშნა მსოფლიო კულტურულ ღონისძიებათა კალენდარზე“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები