ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ საქართველოს 31 წლის მოქალაქე გაათავისუფლეს, რომელმაც სამშაბათს „სახელმწიფო საზღვარი“ გადაკვეთა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების სამსახურში განუცხადეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი მიხეილ ბაბილაშვილია და ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, წელს „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში 549 ადამიანი დააკავეს. მატ შორის 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იყო.