ეკონომიკის მინისტრი ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მისასვლელად მზად არის, თუმცა ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებს.

გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია პარლამენტთან.
„ჩვენ აუცილებლად მივალთ პარლამენტში, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის, რომ კითხვების ნაწილი რამდენიმე კვირის წინ იყო დასმული, კონსულტაციები გვქონდა და გვაქვს პარლამენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ზუსტი თარიღი არ ვიცით, თუმცა ეს არ არის რაღაც ძალზე გადავადებული დრო, აუცილებლად მივალთ პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში მისვლას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები