ნუგზარ წიკლაური თანაგუნდელს აკრიტიკებს – დეგრადაციას ფსკერი არ ჰქონია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა თანაგუნდელი დავით დარჩიაშვილი დღეს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც წიკლაური წერს, დეგრადაციას ფსკერი არ ჰქონია.
„დეგრადაციას მართლაც არ ჰქონია ფსკერი. პარტიის ასობით ათასი მხარდამჭერის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტსაბჭოს სასოწარკვეთილი წევრები ივანიშვილის სასამართლოსთვის მიმართვასაც არ თაკილობენ.
ახლა მთავარია, ურთმელიძე არ იყოს დაკავებული და პროცესს სწორედ მან უხელმძღვანელოს: კერძო დავების საუკეთესო მცოდნე საქართველოში ეგ კაცია, რაც რუსთავი-2 პროცესმაც დაადასტურა“,-წერს წიკლაური.
დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა დავით დარჩიაშვილმა არ გამორიცხა, რომ ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხზე დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები