პრეზიდენტი მოუწოდებს ახალარჩეულ პარლამენტს, არ გაიმეოროს არასწორი პრაქტიკა, კანონპროექტის გადავადებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რამდენიმე კანონპროექტს, მათ შორის საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებების შესახებ, თუმცა პრეზიდენტი მოუწოდებს ახალარჩეულ პარლამენტს, რომ არ გაიმეოროს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა წინა პარლამენტს კანონპროექტების გადავადებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს პარლამენტმა გადაავადა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დონის რეფორმა, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა და გადასწია ამ რეფორმების შესრულების ვადები. საქართველოს პრეზიდენტი აწერს ხელს ამ კანონპროექტებს, თუმცა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომელიც ახალარჩეულია, რომ არ გაიმეოროს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა წინა პარლამენტს გადავადებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა რეფორმას ფასი აქვს მაშინ, როდესაც ის არის დროული და განსაკუთრებით იმიტომ, რომ სახელმწიფო ამოცანად დასახული არის სწრაფი განვითარება.” – აცხადებს ანა დოლიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები