ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან „ტუ-154“-ის ნამსხვრევებს ეძებენ
ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან „ტუ-154“-ის ნამსხვრევებს ეძებენ, რომელმაც კვირას, სოჭის მახლობლად, ავიაკატასტროფა განიცადა. როგორც „ინტერფაქსს“ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა
მაქსიმ სოკოლოვმა განუცხადა, ნამსხვრევები აფხაზეთისკენ დინებამ წაიღო. მისი თქმით, აფხაზურმა მხარემ ნამსხვრევების მოძიებაში დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი „ტუ-154 შავ ზღვაში კვირას ჩავარდა. ის სოჭიდან სირიაში მიფრინავდა. ავიალაინერის ბორტზე მყოფი 92 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაღუპულებად ითვლებიან.