21-ე საუკუნის 21 ქართველი მხატვარი და… ექსკლუზიური ღვინო

26 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, ღვინის კომპანია „საქართველო ღვინის სამშობლო“ 21-ე საუკუნის 21 ქართველი მხატვრის ექსკლუზიურ ღვინოს წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, თითოეული ავტორის ღვინო საკოლექციოა, დანომრილია და ჩამოსხმულია მხოლოდ 100 ეგზემპლარად. ბოთლის ეტიკეტი არის ქსოვილის (მხატვრული ტილო), რომელზეც გამოსახულია მხატვრის ნამუშევარი და ახლავს ავტორის ორიგინალი ხელმოწერა.
პროდუქციის წარდგენის დღეს მოეწყობა იმ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გამოსახულია საკოლექციო ჩამოსხმის ეტიკეტზე. აღნიშნულ დღეს გაიმართება აუქციონიც, – ღვინის ყველაზე ძვირად ღირებულ, N3 ეგზემპლარზე.
პროექტში მონაწილეობენ: რევაზ ადამია,  ბესიკ არბოლიშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, დავით ბაძაღუა,  გია გუგუშვილი,  ავთანდილ დათიაშვილი,  გიორგი ვეფხვაძე,  რადიშ თორდია,  ოთარ იმერლიშვილი, ამირან კუპრავა,  ლაშა კუხალაშვილი,  ჯემალ კუხალაშვილი,  გოგი ლაზარაშვილი,  ქეთი მატაბელი, შალვა მატუაშვილი,  თეკლ ამელაძე,  ზურაბ ნიჟარაძე,  დავით პოპიაშვილი,  მამუკა ცეცხლაძე,  გიორგი წერეთელი, თამაზ ჯინჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები