გიორგი კვირიკაშვილი: საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა მაქსიმალურად ფართო ჩართულობის პრინციპს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა მაქსიმალური ჩართულობის პრინციპს ეფუძნება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ კომისიის შიგნით არ მიიღებენ.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
„კომისიის მუშაობა ეფუძნება მაქსიმალურად ფართო ჩართულობის პრინციპს. არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება კომისიას არ გააჩნია, ამიტომ ის ძალიან კარგად მოუსმენს, პირველ რიგში, კომისიის წევრებს და რა თქმა უნდა, აქ არ იქნება მხოლოდ კომისიის შიგნით შემოფარგლული მუშაობა, ეს იქნება საჯარო განხილვებიც, საზოგადოების ჩართულობა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა და ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები