ირაკლი შიხიაშვილი და ნიკოლოზ ჩხეიძე კონგრესმენ დონოვანს შეხვდნენ

კონგრესმენ დენიელ (დენ) დონოვანს, “ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოს წარმომადგენლობის თავმჯდომარეს – ირაკლი შიხიაშვილს, ამერიკული რესპუბლიკური პარტიის კლუბ “ქვინსის” ბიზნესბორდის დირექტორატის წევრს და ასოციაცია “თვისტომის” დამფუძნებელ – ნიკოლოზ ჩხეიძეს, ამერიკული რესპუბლიკური პარტიის კლუბ “ქვინსის” ვიცე-პრეზიდენტ – ჯო ქონქენონს შორის მეგობრული ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ამერიკის მხრიდან ქართველი ემიგრანტების მიმართ მზრუნველობის გაზრდაზე გაამახვილეს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული და ამერიკული მხარეების მიზანია, რაც შეიძლება მეტად მოხდეს ქართული დიასპორის ინტეგრირება ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რათა უფრო გამყარდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებული უნდა იყოს ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე. კონგრესმენის თქმით, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკას სჭირდება ნამდვილი მეგობრები.
“თუ ეხმარები მეგობარს, ეს არ გაძლევს უფლებას მასზე ბატონობა დაიწყო, იმიტომ რომ ნამდვილი მეგობრობა თავისუფალ ადამიანს და თავისუფალ ქვეყანას შეუძლია. როგორც თქვენ, ისე ამერიკასაც ძალიან სჭირდება ნამდვილი მეგობრები”, – განაცხადა კონგრესმენმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის სამომავლო სამუშაო გეგმებზე.
“მე მინდა, ქართველმა ხალხმა ამერიკა სხვანაირი კუთხითაც დაინახონ, არა მხოლოდ ისე, რომ ეს ქვეყანა არის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მტრისგან დაგვიცავს, არამედ გაიგონ თუ რამდენი სულიერი ღირებულებები გვაკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან!”-განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები