მიხეილ ჯანელიძე: აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობას, ასევე იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგმება 2017 წლის განმავლობაში, – ასე შესაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი სამხედრო ბიუჯეტი, სადაც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს  არის ორ ქვეყანას შორის ორმხრივი, ძალიან აქტიური ურთიერთობების შედეგი.
„ეს არის შედეგი ჩვენი ორმხრივი, ძალიან აქტიური ურთიერთობებისა 2016 წლის განმავლობაში ყველა შესაბამის ფორმატში, სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში. ასევე ჩვენი თანამშრომლობა აშშ-ს კონგრესთან და ორ პარტიული მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, წარმატებულ სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ , ჩვენ წარმატებულ თანამშრომლობას აშშ-სთან, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას, მშვიდობას, საერთო ინტერესს იყოს მეტი სტაბილურობა და განვითარება რეგიონში“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს აშშ-ის 2017 ფინანსური წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ. აშშ-ის  2017 წლის სამხედრო ბიუჯეტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები