მიხეილ ჯანელიძე: უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო ალეპოს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, კონკრეტულად თუ რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო ალეპოს.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მზაობა, რომ მოხდეს შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
„ჩვენ ამ ეტაპზე ვათანხმებთ, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება გავუწიოთ ეს დახმარება გაერო-ს მეშვეობით და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები