ეკა გიგაური: კონსტიტუციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საარჩევნო სისტემა იქნება

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომას აფასებს.
როგორც გიგაურმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო. მისი განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომისიაზე განსახილველი საკითხი იქნება ცვლილება საარჩევნო სისტემაში, რომელიც საქართველოს მომავალზე იქონიებს გავლენას.
“აქ იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების წესსზე და ზოგადად, როგორ წარიმართება კომისიის მუშაობა. შემდეგ უკვე სამუშაო ჯგუფებში იქნება კონკრეტული საუბარი კონკრეტულ მუხლებსა და დებულებებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საბოლოოდ საქართველოს მომავალზე იქონიებს გავლნას ეს არის საარჩევნო სისტემა. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც დავაყენებთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ასევე, მნიშვნელოვანია დებულებები, გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით. ეს დებულებები პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე და იმაზე, თუ რა მოლოდინები ექნებათ ბიზნესმენებს, რაც ცალსახად მხარს დაუჭერს და ხელს შეუწყობს იმას, რომ ბიზნესგარემო იყოს ხელსაყრელი მათთვის”, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები