საკონსტიტუციო კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

საკონსტიტუციო კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სამუშაო ჯგუფებია: ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება; პარლამენტი და ფინანსების კონტროლის გადახედვის სამუშაო ჯგუფი; პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხების სამუშაო ჯგუფი და ასევე ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფი.
კითხვაზე, რამდენად მოესწრება აპრილის ბოლომდე კომისიის მუშაობის დასრულება, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თუკი 4 თვეში ხარისხიანი პროდუქტი ვერ მომზადდება, ვადის გახანგრძლივებას წინ არაფერი უდგას.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია კომისიაში ჩართვაში უარის თქმასთან დაკავშირებით საწყენია.
„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, მინდა გითხრათ, რომ მთავარი პოზიცია რაც გვაქვს, ეს არის, რომ ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება, არც ერთ დებულებასთან დაკავშირებით და ეს მიდგომა შევთავაზეთ კომისიის წევრებს. კარგი იქნება, თუ ამ მიდგომით იმუშავებენ. კომისიის მუშაობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, ეს არის ის, რომ საპარლამენტო მმართველობა არ შეიცვლება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები