“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში“

პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლას უკავშირდებოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს მკაფიო “წითელი ხაზები” და საქართველოს პოლიტიკას ამ საკითხზე მხარს უჭერენ დასავლელი პარტნიორები.
“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში. გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები, გვაქვს ძალიან მკაფიო პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს მიმართულება იქნება შენარჩუნებული, ეს არის ძალიან მკაცრი პოზიცია ამ საკითხზე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უვიზო მიმოსვლის საკითხზე ვლადიმერ პუტინმა განცხადება გუშინ გააკეთა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლას უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები