მინდია უგრეხელიძე: საქართველოს კონსტიტუციას დაზუსტება და გაუმჯობესება სჭირდება

“მე რომ მკითხოთ, საერთოდ თავიდან დავწერდი კონსტიტუციას, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის“ – ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა მინდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუცია იმდენჯერ არის გადაკეთებული, რომ ერთგვარად „დაკემსილი კონსტიტუციაა”.
“მე რომ მკითხოთ, საერთოდ თავიდან დავწერდი კონსტიტუციას, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ძალიან ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. სასწრაფო და გადაუდებელ საკითხებს დიდხანს ვერ გადავდებდით, თანაც ვადა არის ძალიან მოკლე. საჭიროა, ძალიან გულდასმით შესწავლა ამ ამბის. მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს კომპეტენციები და კომპეტენციის ფარგლები. ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისა გავიარეთ იმ პირობებში, როდესაც ვერ ვარკვევდით, პირველი ვინაა და მეორე ვინაა, ვინ უნდა წავიდეს და ვინ – დარჩეს, ვინ ხელი მოაწეროს და ვინ – არა. ეს ცოტა უხერხულია, როცა საუბარი შეეხება ცივილიზებული ქვეყნის კონსტიტუციას. დღევანდელი შეხვედრა გამოკვეთს იმ სათქმელს, რაც სათქმელია”, – აღნიშნა მინდია უგრეხელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები