ირაკლი კობახიძე: არის ყბადაღებული თემა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, ნეგატიურად აღიქმება

„არის ყბადაღებული თემა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, ნეგატიურად აღიქმება“ – ამის შესახებ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართული არ არის და იმედი გამოთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.
„არის ყბადაღებული თემა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, ნეგატიურად აღიქმება. ზოგადად, კონსტიტუციური ცვლილებები ნეგატიურად აღიქმება საზოგადოებაში და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხითაც ვიმუშაოთ, ტრადიცია შევცვალოთ და სწორი მიმართულებით წარვმართოთ პროცესები. თან უნდა შევიტანოთ ისეთი ფუნდამენტური პრინციპები კონსტიტუციაში, რომელიც გაუძლებს დროს და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის ყველა მონაწილეს პროცესში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა.
სასტუმრო „რედისონში“ საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას მართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები