მანანა კობახიძე: საკონსტიტუციო კომისია ძირითადად სამართლებრივ თემებზე იმუშავებს

პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართვა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, კომისია ძირითადად სამართლებრივ თემებზე იმუშავებს.
“ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის დასმა არასწორია. სრულიად ლეგიტიმურად შეიქმნა პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. იქნებოდა ძალიან კარგი, თუ პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნის მეშვეობით ჩაერთვებოდა კომისიაში. ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი გადახედავს თავის დამოკიდებულებას. ეს ის საკითხებია, რომელზეც მიწევდა წინა კომისიის დროს მუშაობა. მაშინ ბევრი საკითხი მოვამზადეთ, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო მათი მიღება ვერ მოხერხდა”,-განახცადა კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას მართავს. კომისიაში 73 ადამიანი შედის. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები