ირაკლი კობახიძე: გვაქვს ისტორიული შანსი, კონსტიტუციაში შევიტანოთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

ჩვენ გვაქვს უნიკალური, ისტორიული შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, იქნება სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე  მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას,  – ამის შესახებ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომისიის პირველ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, როგორი მემკვიდრეობა მივიღეთ 2012 წელს. კონსტიტუცია 2010 წელს განახლდა. არსებითი ცვლილებები შევიდა, რაზეც ვენეციის კომისიის მიერ დასკვნა იყო ცალსახად ნეგატიური, იყო მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც მაშინ პარლამენტმა არ გაითვალისწინა და კონსტიტუციაში არის ხარვეზები, რაც ეხება ხელისუფლების განაწილების პრინციპს, ურთიერთკონტროლისა და ურიერთდაბალანსების თვალსაზრისით. ეს პრინციპები არის დარღვეული კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში, რაზეც ხაზგასმით საუბრობდა ვენეციის კომისია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ხარვეზები საჭიროებს შესწორებას და ეს ყველაფერი გრძელვადიან ჭრილში უნდა იქნას განხილული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები