აუდიტის სამსახურს საკონსტიტუციო კომისიისთვის სამი ინიციატივა აქვს წარდგენილი

გენერალური აუდიტორის  ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკონსტიტუციო კომისიისთვის სამი ინიციატივა აქვს წარდგენილი.
როგორც თორდიამ ჟურნალისტებს კომისიის პირველი სხდომის დაწყებამდე განუცხადა, აუდიტის სამსახურმა წინადადებებით უკვე მიმართა წინა საკონსტიტუციო კომისიას, თუმცა მაშინ კომისიის შემადგენლობაში აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი არ იყო.
„ჩვენ გვქონდა წინადადებები გადაგზავნილი, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ ვითხოვთ, შევიდეს კონსტიტუციური ცვლილებები, რომ აუდიტის სამსახურს მიენიჭოს მანდატი, რომ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინ, როცა ირღვევა აუდიტის სამსახურის უფლებები. მაგალითად, იცვლება კანონი, რაც ზღუდავს აუდიტის სამსახურის მანდატს. ასევე ვითხოვთ, რომ აუდიტის სამსახურის შესახებ კანონი გახდეს ორგანული, რათა მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და გვაქვს სურვილი, რომ აუდიტის სამსახურს მიენიჭოს საგადასახადო შემოსულობების შემოწმების უფლება. აღნიშნული სამი წინადადება გვაქვს წარდგენილი და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისია მათ გაითვალისწინებს“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები