ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა
ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ეს ენგურჰესზე ავარიის გამო მოხდა. ამან ტრანსფორნატორის გათიშვა გამოიწვია, საიდანაც ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგია მიეწოდება.
სპეციალისტები მოსახლეობას უახლოეს მომავალში დენის მიწოდების აღდგენას ჰპირდებიან.