კახა კახიშვილი: ბიუჯეტის ოპტიმიზაცია არ ნიშნავს კადრების შემცირებას

ყოველთვის ვუფრთხილდებოდით სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, ისედაც ვცდილობდით, რომ ეკონომიურად დაგვეხარჯა – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ”პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია მოხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება პრიორიტეტულად კადრების შემცირების მიმართულებით.
მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ხარჯების დაზოგვას შემცირებების გარეშე შეძლებენ. ”ჩვენ გვექნება ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება პრიორიტეტულად კადრების შემცირების მიმართულებით. ბიუჯეტის ოპტიმიზაცია არ ნიშნავს კადრების შემცირებას. ყოველთვის ვუფრთხილდებოდით სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, ისედაც ვცდილობდით, რომ ეკონომიურად დაგვეხარჯა, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ ოპტიმიზაციას ისე, რომ მტკივნეული გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, ვგულისხმობ საჯარო სამსახურებში შემცირებებს”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები