ტერორისტებმა ლიბიური თვითმფრინავიდან, რომელიც მალტაში დაეშვა, მძევლები გაათავისუფლეს (ვიდეო)

ტერორისტებმა ლიბიური თვითმფრინავიდან, რომელსაც მათ მარშრუტი შეუცვალეს და მალტაში დასვეს, ყველა მგზავრი გაათავისუფლეს. თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ და ციხიდან ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილის, სეიფ ალ ისლამის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ვიდეოკადრებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში ვრცელდება, ჩანს თუ როგორ ჩამოდიან მგზავრები ტრაპით.
შეგახსენებთ, რომ „აირბას-320“ ტერორისტებმა რამდენიმე საათის წინ გაიტაცეს. ის ლიბიის ტერიტორიაზე შიდა რეისს ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები