სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ 31 წევრი დააკავეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში 31 პირი დააკავეს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თურქული ტელეკომპანია NTV-პს ცნობით, პროკურატურამ 41 პირის დაკავების ორდერი გასცა, თუმცა მხოლოდ 31 პირის აყვანა გახდა შესაძლებელი. 10 პირი კი იძებნება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის დედაქალაქში 19 დეკემბერს რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა სირიულმა დაჯგუფება „ჯებჰათ ან-ნუსრამ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები