პუტინი – ელჩის მკვლელობა რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს
ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსეთზე და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე თავდასხმაა. ამის შესხებ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
როგორც პუტინმა განაცხადა, ადრე ფიქრობდა, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება თურქეთის ხელისუფლებამ გასცა. თუმცა მოგვიანებით, განსაკუთრებით კი ელჩის მკვლელობის შემდეგ დარწმუნდა, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაში “სერიოზულმა დესტრუქციულმა ძალებმა შეაღწიეს”.
პუტინმა აღნიშნა, რომ ის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ეს პროცესი გაგრძელდება.