ბანკი Credit Suisse 2008 წელს მომხდარი დარღვევებისთვის, აშშ-ის სასარგებლოდ, 5,3 მილიარდი დოლარის გადახდას დათანხმდა
შვეიცარიული ბანკი Credit Suisse 2008 წელს მომხდარი დარღვევებისთვის აშშ-ის სასარგებლოდ 5,3 მილიარდი დოლარის გადახდას დათანხმდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით გერმანიის უმსხვილესი ბანკი Deutsche Bank 27,2 მილიარდი დოლარის გადახდას აპირებს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ორივე ბანკი იმ ორგანიზაციებს შორის იყო, რომლებიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის წინ ფასიანი ქაღალდების რისკებს სათანადოდ არ აფასებდნენ. ამის შედეგად ფასიანი ქაღალდები კომპანიებმა Fannie Mae-მ Freddie Mac-მა შეიძინეს, რომელთა გაკოტრებით მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყო. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ კომპენსაცია ამერიკულ ბანკებსაც გადაახდევინა. ასე, მაგალითად, ამერიკულმა JP Morgan Chase-მა 2013 წელს კომპენსაციის სახით 13 მლრდ დოლარი გადაიხადა, ხოლო Bank of America-მ 2014 წელს – 17 მილიარდი დოლარი.