ლიბიაში ტერორისტებმა თვითმფრინავი გაიტაცეს (ვიდეო)
ლიბიაში ტერორისტებმა სამგზავრო ავიალაინერი А320 გაიტაცეს, რომელიც საბხა – ტრიპოლის რეისს ასრულებდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
გატაცებული თვითმფრინავის ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება. მოგვიანებით ის მალტაში დაჯდა. ამჟამად აეროპორტში სპეციალური სამსახურებია მობილიზიებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები ავიალაინერის აფეთქებით იმუქრებოდნენ.