გაერო – 2016 წელს ხმელთაშუა ზღვაში 5 ათასი მიგრანტი დაიღუპა

გაეროს ინფორმაციით, 2016 წელს, ხმელთაშუა ზღვაში, 5 ათასამდე მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს რეკორდული მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში.
22 დეკემბერს იტალიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ორი გემი ჩაიძირა. დაიღუპა 90 ადამიანი, ამის შემდეგ, წლის განმავლობაში, დაღუპულთა რაოდენობამ 5 ათასს გადააცილა.
თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ლტოლვილების უმეტესობა ევროპაში ჩასვლას ხმელთაშუა ზღვის და იტალიის გავლით ცდილობს. ესენი არიან ლტოლვილები ნიგერიიდან, ერითრეადან, სუდანიდან და გამბიიდან.
გასულ წელს ხმელთაშუა ზღვაში 3,8 ათასი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები