პუტინი – რუსეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის

რუსეთში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. ამის შესახებ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „შესაძლებელია თუ არა მომავალ წელს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება?“ -ჰკითხა პუტინს The Wall Street Journal-ის კორესპონდენტმა.
“შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის“, – უპასუხა პუტინმა.
რადენიმე დღის წინ ანალოგიურ შეკითხვას პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა. მან განაცხადა, რომ „ამაზე ვერაფერს იტყვის და მკითხაობას არ აპირებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები