ებოლას ვირუსი დამარცხებულია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინის ეფექტიანობა დაადასტურა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის კლინიკური კვლევები ჩაატარა. მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევებმა ახალი ვაქცინის ეფექტიანობა დაადასტურა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. კვლევებმა აჩვენა, რომ 6 ათას პაციენტს, რომლებსაც ებოლას წინააღმდეგ ვაქცინა გაუკეთეს, ვირუსის სიმპტომები 10 დღეში გაუქრათ. ახალი ვაქცინის ტესტებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვინეის ჯანდაცვის სამინისტროსთან და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ჩაატარებს. ებოლას ვირუსის ეპიდემია რამდენიმე წლის წინ აფრიკაში მძვინვარებდა. მას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები