ბერლინის ტერაქტში ბრალდებული იტალიაში მოკლეს

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული აქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი იტალიაში, მილანში, პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მარკო მინიტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს წუთებში პრესკონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები