დონალდ ტრამპმა აშშ-ის ბირთვული არსენალის გაზრდის აუცილებლობის შესახებ განაცხადა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების ბირთვული პოტენციალის გაზრდის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ამით ტრამპი, ფაქტობრივად, მისი წინამორბედების პოლიტიკას დაუპირისპირდა. როგორც ტრამპმა ტვიტერში დაწერა “აშშ-მ უნდა გააძლიეროს და გაზარდოს თავისი ბირთვული პოტენციალი და ეს იქამდე უნდა მოხდეს, ვიდრე მსოფლიოში ამ ტიპის იარაღის მიმართ მიდგომები არ შეიცვლება”.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბირთვული იარაღი უნდ იყოს გამოყენებული. ამასთანავე Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ „ის იქნება ბოლო ადამიანი, ვინც ღილაკს მიაჭერს და რაკეტებს გაუშვებს“. თუმცა ტრამპი ამბობს, რომ „არ შეიძლება იმ კარტების გაქრობა, რომელიც კოზირია შენს ხელში და ამ საკითხში “ძნელად პროგნოზირებადი“ უნდა იყო”.