ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის პარკის დირექტორის ბინა გაძარცვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის პარკის დირექტორ რიტა ლოლუას სახლი გაძარცვეს. თავდასხმა გუდაუთაში მოხდა. ლოლუას თქმით, მის სახლში ღამით სამი ნიღბიანი ბოროტმოქმედი შეიჭრა და ფული მოსთხოვა. ქალის თქმით, მძარცველები სეიფს ეძებდნენ და როდესაც ის ვერ იპოვეს, სამკაულები წაიღეს. ლოლუა აცხადებს, რომ მას 500 ათასი რუსული რუბლის ზარალი მიაყენეს. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, თავდასხმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები