პეტერბურგის ერთ-ერთ რესტორანში კავკასიელებმა სროლა ატეხეს (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის რესტორანში კავკასიელებმა სროლა ატეხეს, – ამის შესახებ გამოცემა crimerussia.com იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი იტალიურ რესტორან „კაპულეტიში“ მოხდა. თავდაპირველად რესტორანში რამდენიმე ადამიანი შევიდა. ისინი დარბაზში შევიდნენ და მაგიდაზე გაურკვეველი დოკუმენტაცია დააწყვეს, თუმცა „საქმიანი სადილი“ ვერ შედგა.
სწორედ ამ დროს რესტორანში მეორე ჯგუფი შევიდა, რომელიც პნევმატური პისტოლეტებით იყო შეიარაღებული. სროლის დროს ერთ-ერთმა ტყვიამ მინა ჩაამსხვრია, ხოლო მეორე 28 წლის მამაკაცს მოხვდა.
გამოცემა „ფინტანკას“ ცნობით, დაჭრილი უზბეკეთის მოქალაქეა.
თვითმხილველები იუწყებიან. რომ სროლა ქუჩაშიც გაგრძელდა. მომხდარი რესტორნის უსაფრთხოების ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.
d7d20b0c9f3645e80bfc4fd189ad877d

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები