ტრამპმა პრესმდივნად „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი შონ სპაისერი დანიშნა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის პრესმდივნად „რესპუბლიკური პარტიის“ 45 წლის წევრი შონ სპაისერი დანიშნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სპაისერი 2011 წლიდან რესპუბლიკური პარტიის“ ნაციონალური კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. 2015 წელს ის ასევე იკავებდა პარტიის სტრატეგიის საკითხებში მთავარი სპეციალისტის თანამდებობას.
New York Times-ის ცნობით, თავდაპირველად ტრამპმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა მისი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს კელიენ კონვეის შესთავაზა, მაგრამ მან ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ კონვეიმ პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები