„ხმოვანი დედაენის“ – მოლაპარაკე ანბანის წარდგინება გაიმართება

24 დეკემბერს, 1 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნის – „ხმოვანი დედაენის“ (მოლაპარაკე ანბანი) წარდგინება გაიმართება. წიგნი “შემეცნებამ” გამოსცა ბავშვების თანამონაწილეობით. პროექტის ავტორია ლია შალვაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ბავშვი ქართულ ასო-ბგერებს ხმოვან ღილაკებზე შეხებით მოისმენს და მარტივად დაიმახსოვრებს ანბანს. ხმოვანი დედაენა გოგებაშვილის საფუძველზეა შედგენილი, წიგნის მეშვეობით წერა-კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით, რაც ამარტივებს სწავლის პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები